პროექტები და ღონისძიებები


პროექტის სახელი:მკითხველთა კვლევა საქართველოში
კვლევის ძირითადი მიზანი და ამოცანები:წიგნის მკითხველთა და მყიდველთა ჩვევების, შეხედულებების და დამოკიდებულებების,აგრეთვე წიგნიერების კვლევა საქართველოში
თემის აქტუალობა:
 წიგნის მკითხველთა და მყიდველთა კვლევა მათი მოთხოვნილებების, ჩვევებისა და შეხედულებების გათვალისწინებით მოგვცემს სურათს მოსახლეობის როგორც წიგნიერების დონეზე,აგრეთვე მივიღებთ ისეთ ინფორმაციას და გამოიკვეთება ისეთი ტენდენციები,რომელიც პირველ რიგში საინტერესო იქნება წიგნის გამომცემლებისათვის.
კვლევის არეალი: წიგნის კითხვა/ყიდვა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - ტრანსპორტი, კომპიუტერი,
მონაწილეთა ასაკი - X კლასები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) მოსწავლეები წინასწარ დაყოფილია 8 ჯგუფად,სხვადასხვა ჯგუფი წავა სხვადასხვა წიგნის მაღაზიაში და მოხდება მყიდველთა|მკითხველთა გამოკითხვა წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით,წიგნის მაღაზიიდან დაბრუნებული მოსწავლეები აცნობენ ერთმანეთს გამოკიტხვის შედეგებს,დააფიქსირებენ მსგავსებას თუ განსხვავებას.
მეორე დღე:4 ჯგუფი წავა დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებში,იგივე კითხვარით მოხდება გამოკითხვა ზესტაფონის,ქუთაისის,ბათუმის,ფოთის წიგნის მაღაზიებში,დანარჩენი 4 ჯგუფი წავა აღმოსავლეთ საქართველოს მიმსართულებით და იგივე კითხვარიტ მოხდება რუსთავის,თელავის,გურჯაანის წიგნის მაღაზიებში მკითხველთა~მყიდველთა გამოკითხვა.
თბილისში დაბრუნებული მოსწაცლეები ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს და გააცნობენ გამოკითხვის შედეგებს,დაინახანვენ მსგავსებასა და განსხვავებას სხვადასხვა ქალაქს შორის და იმსჯელებენ განსხვავებისა თუ მსგავსების მიზეზებზე,მოხდება მიღებული მონაცემების შეჯერება,თითოეული ქალაქისათვის დაითვლიან შერჩევით რიცხვით მახასიათებლებს(მოდა,მედიანა,დიაპაზონი,სიხშირე,ფარდობითი სიხშირე,საშუალო) და ააგებენ სვეტოვან და ტრიულ დიაგრამებს იმის გათვალისწინებით,თუ რომელი დიაგრამით უფრო თვალსაჩინოთ წარმოდგინდება მოცემული კვლევა
პროექტის პრეზენტაცია
მოძიებული ინფორმაცია მეილით გადაეგზავნებათ  წიგნის იმ მაღაზიებს სადაც მოხდა გამოკითხვა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
ინფორმაციის მოძიება-დახარისხება
მონაცემების მოპოვების გზების განსაზღვრა
არგუმენტირებული მოსაზრებების გამოთქმა
წრიული და სვეტოვანი დიაგრამების აგება
რეკომენდაციები წიგნის მაღაზიებს

                        
                                          კითხვარი

რა სახის წიგნებს კითხულობთ/ყიდულობთ?
1)მხატვრული ლიტერატურა
2)დეტექტივები
3)პოლიტიკა-ისტორია
4)შემეცნებითი ლიტერატურა
5)ბიოგრაფია მემუარები
6)ფილოსოფია-ფსიქოლოგია
7)ბიზნესი და ეკონომიკა
8)იურიდიული ლიტერატურა
9)სხვა

2.რა ფაქტორები ახდენს გავლენას ტქვენზე წიგნის ყიდვის დროს?
1)წიგნის შინაარსი-ანოტაცია
2)წიგნის ფასი
3)ფასდაკლება-აქციები
4)წიგნის ხარისხი
5)წიგნის ილუსტრაციები
6)წიგნის მოდურობა
7)წიგნის ეკრანიზაცია

რა გიბიძგებთ წიგნის წაკითხვისკენ/ყიდვისკენ?
1)მეგობრის რჩევა
2)ჩემი სურვილით
3)რადიიო სატელევიზიო რეკლამა
4)გამყიდველის რჩვა
5)ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია

რა მიზნით კითხულობ წიგნებს?
1)წიგნის კითხვა მანიჭებს სიამოვნებას
2)პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე
3)წიგნისადმი ინტერესის გამო
4)ზოგადი ცოდნის ასამაღლებლად

რა სიხშირით ყიდულობთ-კითხულიბთ წიგნებს?
1)ყოველდღე
2)კვირაში რამდენიმეჯერ
3)კვირაში ერტჯერ
4)თვეში რამდენიმეჯერ
5)არ ვკითხულობ

. სად კითხულობთ/ყიდულობთ წიგნებს?
1)სახლში
2)სამსახურში
3)ბიბლიოთეკაში
4)ლიტერატურულ კაფეში
5)ინტერნეტში(ელექტრონული წიგნები)
6)არ ვკითხულობ

რა რაოდენობის წიგნებს კითხულობთ/ყიდულობთ ელექტრონული ფორმით?
  1. ველა წიგნს
  2. წაკითხული წიგნების ნახევარზე მეტს
  3. წაკითხული წიგნების ნახევარზე ნაკლებს
  4. არ ვკითხულობ


გყავთ თუ არა ოჯახში ბავშვები და უკიტხავთ თუ არა მათ წიგნებს
  1. ხშირად ვუკითხავთ
  2. ხანდახან ვუკითხავთ
  3. იშვიათად ვუკითხავ
  4. არ მყავს


1 comment:

  1. საინტერესო პროექტია.გეტყობა ბევრი გიმუშავია, გისურვებ წარმატებებს!

    ReplyDelete